ცხოვრება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით


ამ  დაავადებათა უმეტესობა ქრონიკულია, დასაწყისში სიმპტომების მსუბუქად არის გამოხატული და მნიშვნელოვან  გავლენას არ ახდენს ცხოვრების ხარისხზე. ხშირ შემთხვევებში ხანგრძლივი მკურნალობა სიმპტომებს კონტროლირებადს ხდის, სწორედ ამიტომ ექიმთან თანამშრომლობა და სტაბილური მკურნალობა წარმატებული თერაპიის გარანტიაა. 

 

ვინ არის რისკის ქვეშ?

 

მამაკაცები  გულის შეტევის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტენოკარდია არის ” #1 მკვლელი”  ქალებისთვისაც.  მაღალი რისკის მატარებლები არიან ასევე ადამიანები გულსისხძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორიით.  

ასაკის და სქესის შეცვლა შეუძლებელია, დანარჩენი რისკ ფაქტორების კონტროლი თქვენს ხელშია. 

მაღალი ქოლეტერინის დონე, და მაღალი არტერიული წნევა არის  გულსისხძარღვთა დაავადებების მთავარი რისკ ფაქტორები.  რისკს ზრდის ასევე სიმსუქნე და ცხოვრების ადინამიური წესი. გაუკონტროლებელი შაქრის დონე სისხლში. განიხილეთ თქვენი რისკები თქვენს ექიმთან და შეიმუშავეთ მათი მართვის სტრატეგია.  

 

მოწევა და გულის დაავადებები

 

თუ თქვენ მწეველი ხართ თქვენი რისკი 2 დან 4 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე არამწეველი ადამიანის.  და თუ თქვენ ეწევით თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ასევე მნიშვნელოვნად ზრდით მათ რისკსაც. ყოველწლიურად 135 000 ზე მეტი ადამიანი იღუპება ამერიკაში მოწევასთან დაკავშირებული გულსისხძარღვთა დაავადებებით.   არასოდეს არის გვიან დაანებოთ თავი მოწევას.  

 

 

ცხოვრება სტენოკარდიის შეტევის შემდეგ 

შესაძლებელია აღიდგინოთ სრულყოფილი ცხოვრება სტენოკარდიის შეტევის შემდეგ. ამისათვის თავი უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას, იყოთ უფრო აქტიურები,მიქციოთ ყურადღება რითი იკვებებით. 

 

 

გულსისხძარღვთა დაავადებების პრევენცია

 

გულსისხძარღვთა დაავადებების პრევენციის გასაღები ცხოვრების სტილის შეცვლაა.  დაიცავით დიეტა, კვირის დღეების უმეტეს ნაწილში  ჩაატარეთ 30 წუთიანი ვარჯიში, არ მოწიოთ, გაიკონტროლეთ არტერიული წნევა, ქოლესტერინი და დიაბეტი. თუ თქვენ იღებთ ალკოჰოლს შეზღუდეთ მისი რაოდენობა - დღეში 1 ჭიქა ქალბატონებისათვის და დღეში 2 ჭიქა მამაკაცებისათვის.   

 

კვება და თქვენი გული

 

დიდი მნიშვნელობა აქვს  თუ რას მიირთმევთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. მიირთვით თევზეული კვირაში 2 ჯერ მაინც რათა მიიღოთ გულისათვის სასარგებლო ცილები.