ტკივილი გულმკერდის არეში ხშირად არის სიგნალი იმისა, რომ თქვენს გულს აკლია ჟანგბადი

თუ უსიამოვნო შეგრძნებები უკავშირდება :

·         ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მაგალითად-სიარული, კიბეებზე ასვლა, მძიმე საგნების აწევა და სხვა

·         მაღალ არტერიულ წნევას

·         საკვების და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას

·         სექსუალურ აქტივობას

·         ცუდ ამინდს- სიცივეს, ქარს


დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - შესაძლოა თქვენ სტენოკარდია გაქვთ, ეს კი ინფარქტის განვითარების მაღალი რისკია.  

 

  • როგორ ავიცილოთ თავიდან გულის დაავადებები?

     

    ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშულება გულის დაავადებებისაგან თავის დასაცავად არის ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესით _ დაიცავით დიეტა, ივარჯიშეთ მინიმუმ  30 წუთი კვირაში 3-ჯერ მაინც, არ მოწიოთ,  აკონტროლეთ მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინი და დიაბეტი. 

    სთხოვეთ ოჯახის წევრებს დაგეხმარონ ჯანმრთელი ცხოვრების წესის  დაცვაში - ამით სარგებელს ნახავენ ისინიც. 

     

  • როგორ ვუმკურნალოთ სტენოკარდიას?

     

    სტენოკარდიის მკურნალობის მიზანია : 

    დაავადების პროგრესირების შეჩერება - ინფარქტისგან დაცვა;

    სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა

    ტკივილის მოხსნა

    სტენოკარდიას მკურნალობენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპატებით, რომლებიც ან აძლიერებენ გულის კუნთთან ჟანგბადის მიწოდებას, ან ამცირებენ გულის კუნთის მოთხოვნილებას ჟანგბადზე. 

     

  • ცხოვრება გულის დაავადებებით გრძელდება

     

    გულისა და სისხლძარღვების დაავადებიბის უმეტესობა ქრონიკულია. თავიდან შესაძლოა სიმპტომები სუსტად იყოს გამოხატული და არ არღვევდეს ცხოვრების რიტმს. 

    სტაბილური მკურნალობა და ყოვედღიური წამალის მიღება სიმტომების კონტროლს ახდენს და დაავადების პროგრესირებას აფერხებს. 

     

  • როგორ უნდა მოიქცეთ სტენოკარდიული შეტევის დროს?


    სტენოკარდიული შეტევა გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს, ნუ დაელოდებით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და ნუ ეცდებით თავად გადაადგილდეთ საავადმყოფოში. 

  • გულის შეტევები ქალებში უფრო ხშირია?

    ქალებში გულის შეტევის  აღქმა უფრო გართულებულია ვიდრე მამაკაცებში.  ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ გულძმარვა, უმადობა, სისუსტე და ადვილად დაღლა, ხველება და გულის ფრიალი. ამიტომ ამ სიმპტომებს ხშირად დიდ ყურადღებას არ უთმობენ. რაც უფრო  მეტი დრო იკარგება, გულის დაზიანების რისკიც შესაბამისად მაღალია. 

  • რა სიმპტომებით ვლინდება გულის შეტევა?

     

    გულის შეტევა სასწრაფო დახმარებას საჭიროებს, მაშინაც კი როცა სიმპტომები მცირედაა გამოხატული. გამაფრთხილებელი ნიშნებია :
    ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში,  უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზურგზე, კისრისა და ხელის არეში. გულისრევის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, გულძმარვა. სისუსტე, შფოთვა, სუნთქვის უკმარისობა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

     

  • რა არის გულის შეტევა?


    ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემართება გულის შეტევა - ეს არის გულის სისხლით მომარეგების მწვავე შეწყვეტა.  ეს ხდება მაშინ როცა გულის მკვებავ სისხძარღვებში ჩნდება დაბრკოლება და სისხლი ვეღარ მიეწოდება გულს. გულის კვების შეწყვეტის შემთხვევაში გულის კუნთი ზიანდება და კვდება ძალიან მალე და ვითარდება ინფარქტი.   დროული მკურნალობა ამცირებს გულის შეტევით გამოწვეულ სიკვიდილობის შემთხვევებს.